Skip to main content

"რისკიანობის საზღვარი"

 რისკი ანუ  ექსტრიმი არის არაორდინალური მოქმედება, რომელიც როგორც წესი სიცოცხლისათვის სახიფათოა. რისკი ბევრისათვის ასოცირდება მძაფრ შეგრძნებებთან. ცხადია, რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე "მოთამაშე" მოვლენაა, არის უდიდესი ადრენალინის მატარებელი და მხოლოდ თავგადასავლების მოყვარულებს ხიბლავს. ეს არის ნერვების გამოცდა ადამიანებისთვის, რომელთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სპორტის სახეობებია გაჯერებული უსაზღვრო ადრენელინითა და ექსტრემალური სანახაობით.
  სწორედ ამ თემას ეხება მარკ ჯენკინსის სტატია "კრიტიკული წერტილი". კერძოდ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ალპინიზმზე. ეს სპორტის ის სახეობაა, რომელიც ხიბლავს ძლიერ და ამტან ადამიანებს. ვისაც მოსწონს სისხლში ადრენალინის შეგრძნება და საკუთარი თავის გამოცდა. სტატიაში ნათლად ჩანს, რომ სპორტის ეს სახეობა არავის აძლევს უსაფრთხოების გარანტიას. ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტი თუ, როგორი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპედიციის დროს გუნდურ მუშაობას. ექსპედიციის თითოეული წევრი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ჩნდება კითხვა, თუ რა უბიძგებს ადამიანს სიცოცხლის ფასად წავიდეს რისკზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვეწვიე საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც მოვიძიე ინფორმაცია ექსტრემალების შესახებ. ჩემი მთავარი მიზანი იყო გამეგო უფრო მეტი იმ მოტივების შესახებ, რომლის შედეგად ადამიანს თვით სიკვდილიც არ აშინებს. ალბათ ამიტომაც ამბობენ, რომ "საკმარისია ერთხელ მაინც გამოსცადოთ და შეიგრძნოთ რისკით გამოყოფილი ადრენალინი და იგი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა". სწორედ ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი "სიცარიელესთან შეხება" არის იმის დამადასტურებელი, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს ფილმი ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბეთსელერის ეკრანიზაციაა, რომელიც გვიხატავს მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ, მაგრამ რეალურ ისტორიას. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა შორეული სიულა გრანდეს დალაშქვრა გადაწყვიტეს. უდიდესი სიძნელეების მიუხედავად მათ ეს შეძლეს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ ფილმში იყო ის, რომ თვით სიკვდილიც კი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ადამიანის მისწრაფებებსა და სურვილებს.(http://net.adjara.com/Movie/main?id=6810–ფილმის ლინკი). ასევე შემიძლია გავიხსენო ქართველი ალპინისტები, კერძოდ გურამ თიკანაძე და მიხეილ ხერგიანი. ისინი ექსპედიციის დროს დაიღუპნენ. ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ გამბედაობისა და რისკისადმი სიყვარულის ნათელი მაგალითი.
 (გურამ თიკანაძე)
  ჩემი აზრით, იმ ნანატრ მწვერვალებზე სწრაფად ასვლის შესაძლებლობა, რომელიც მანამდე მიუწვდომლად გამოიყურებოდა, სამყაროს დანახვა სიმაღლიდან, სადაც მხოლოდ საკუთარი სუნთქვა და ხმა ისმის, შესაძლებლობა, რომელიც თავს ამ ველური ბუნების ნაწილად გაგრძნობინებს და აღფრთოვანება, რომელიც ამ ექსტრიმს მოაქვს-აი ის მთავარი მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლის ფასად წავიდეს რისკზე.
  ჩემი აზრით, სწორედ მარტივი ნაბიჯებით მთიანი მწვერვალების დაპყრობა ნიშნავს არა მხოლოდ ბუნებაზე გამარჯვებას, არამედ უპირველეს ყოვლისა-საკუთარ თავზე.


 გამოყენებული მასალა:National Geographic საქართველო/მარკ ჯენკინსის სტატია                                                            "კრიტიკული წერტილი", Wikipedia.

Comments

Popular posts from this blog

კარჩაკეტილობა?

 "თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულება პიროვნული "მე"–სა და ინდივიდუალიზმის დაცვაა"–ასე გვმოძღვრავს ილია ჭავჭავაძე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის განვითარებისათვის იბრძოდა. როგორ უნდა შევასრულოთ დაკისრებული ვალდებულება? ჩავიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში და ზურგი შევაქციოთ სხვა დანარჩენს? მტკიცება, რომ საზოგადოების კარჩაკეტილობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეროვნულ თვითშგნებას სამართლიანია. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი ხელს შეგვიშლის და არ მოგვცემს განვითარების საშუალებას.    პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის შედეგად ქვეყნები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. თითქოს გაქრა საზღვრები.  ჩემი აზრით, თითოეულმა ერმა ფეხი უნდა აუწყოს ამ რიტმს. განვითარება წარმოუდგებელია სიახლეების ძიების გარეშე, გლობალიზაცია კი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ცალკე მდგომი საზოგადოება ვერ შეძლებს სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და შემდეგ მისი მიხედვით მოქმედებას, რადგან ის გაურბის სიახლეებს და უარს ამბობს განვითარებაზე. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის  გავიხსე...

ოლიმპიური თამაშები!

   სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც.  უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის.  სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.  მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...

ის, რაც უნდა იცოდე!

“ იჩქარე ნელა ” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია? “. “ ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი ” – მუჰამედ ალი “მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო”  – მუჰამედ ალი “ა მ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა ” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი) “ მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე ” – ჟან ანუი “ არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს ” – არისტოტელე “ დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს ” – ჰექტორ ბერლიოზი “ ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ ” – ფრენკ ზაპა “ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე ” – ფრენკ ზაპა “ როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლე...