Skip to main content

ოლიმპიური თამაშები!

 


 სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც. 
უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის. 
სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.
 მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ხუთი  დღის განმავლობაში გრძელდებოდა ოლიმპიის მიწაზე საზეიმო მსვლელობა. აქ მოდიოდნენ არამარტო ახალგაზრდა ათლეტები, არამედ მუსიკოსები, პოეტები, პოლიტიკოსები და ცნობილი მეცნიერები. ყველა ბერძნულ პოლისს სურდა აეგო თავისი "საგანძური" ოლიმპიაში. ეს იყო სამლოცველოები, სადაც ზევსისადმი მიძღვნილი ძვირფასი განძეული გროვდებოდა. საოცარი სანახავი იყო ოლიმპია ზევსის პატივსაცემად გამართული საზეიმო თამაშების დროს. რამდენიმე თვით ადრე მოდიოდნენ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველნი. ძველი ტრადიციის მიხედვით ელადის საპატიო მოქალაქეთაგან ოლიმპიური თამაშები მსაჯებს-ელანოდიკებს ირჩევდნენ. 
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ სახეობებს. ყველაზე ბევ მაყურებელს იზიდავდა მოჭიდავეები. დიდი პოპულარობით სარგებლობდა მუშტი-კრივიც. იპოდრომი ვერ იტევდა ეტლების რბოლის მოყვარულებს. ოთხცხენშებმული ეტლების მართვას უდიდესი ოსტატობა და გამბედაობა სჭირდებოდა. ოლიმპიადის თამაშების დასკვნითი სახეობა იყო მძიმედ შეიარაღებული მეომერთა-ჰოპლიტთა სირბილი. 
თანამედროვე ოლიმპიურ თამაშები კი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ყოველ თამაშს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო. 1894 წელს პარიზში საერთაშორისო კომგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები.
ოლიმპიურ თამაშებს აქვს თავისი ემბლემა. ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე 5 ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლია გამოსახული. ამ ემბლემის დევიზია
"უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ."

Comments

Popular posts from this blog

"ბრძოლა გადარჩენისთვის"

  დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. იგი გულისხმობს მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას. ეს იწვევს ყინულის დნობას მთებზე, ძლიერ წვიმებსა და ოკეანეებში წყლის დონის აწევას.     სწორედ ამ პრობლემას ეხება ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", სადაც ნათლად ჩანს, რომ მყინვარი აჩქარებული ტემპით დნება და იგი შესაძლოა სამუდამოდ გაუჩინარდეს, მაგრამ სტატიაში გაცილებით დიდი პრობლემაა დასმული-თუ რა ელის იმ კულტურას, რომელიც ზღვის მატება-კლებასთანაა ადაპტირებული? ჩემთვის ახალი და საინტერესოა ის ფაქტი  თუ, როგორ ცხოვრობენ გრენლანდიელი ინუიტები. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა მათი კულტურა. პირველად მოვიძიე ფილმი "ინუიტი". კინგუიაკი და ტეკატსერტოკი არიან შეყვარებულები, რომლებიც მთელ თავიან დროს თევზაობაში და ნადირობაში ატარებენ. ფილმში კარგად ჩანს მათი ყოფითი ცხოვრება, თუ როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ კულტურას.  .უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი ვეწვიე საჯარო...

ის, რაც უნდა იცოდე!

“ იჩქარე ნელა ” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია? “. “ ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი ” – მუჰამედ ალი “მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო”  – მუჰამედ ალი “ა მ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა ” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი) “ მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე ” – ჟან ანუი “ არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს ” – არისტოტელე “ დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს ” – ჰექტორ ბერლიოზი “ ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ ” – ფრენკ ზაპა “ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე ” – ფრენკ ზაპა “ როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლე...