Skip to main content

"სპილოს ძვლის დევნა"

 უძველესი დროიდან ადამიანი საკვების მოსაპოვებლად ნადირობას მიმართავდა. დაიწყო მასიური თავდასხმა ცხოველებზე საკვების, ტყავის, თავდაცვისა და უბრალოდ გართობის მიზნით. ყველა სახის ბრაკონიერული ქმედება უდიდეს ზიანს აყენებს დედამიწაზე ცხოველებისა და ადამიანებისათვის საჭირო საარსებო გარემოს. თუ დავუფიქრდებით ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით რამდენი ასეთი ფაქტი ხდება მივხვდებით, რომ ეს ყოველივე კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.
  სწორედ ამ თემას ეხება ბრაიან კრისტის სტატია "სპილოს ძვლის დევნა". ნათლად ჩანს, რომ დასმული საკითხი მწვავედ დგას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვყოფ სპილოს ძვალზე ნადირობის ფაქტს. სტატიაში ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე.  მაგალითად ტაქსიდერმისტ ჯორჯ დანტეს მიერ ხელოვნური სპილოს ეშვის შექმნა, გასაოცარი იდეაა. თანამგზავრთან დაკავშირებული სათვალთვალო სისტემისა და GPS-ის ჩამონტაჟებით კონტრაბანდისტები გამოვლინდებიან.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა. პირველად ვეწვიე საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც მოვიძიე ინფორმაცია. ბოლო მონაცემებით, აფრიკაში ყოველწლიურად ათასობით სპილოს ხოცავენ. დახოცილ სპილოებს უმოწყალდ აჭრიან ეშვებს. ჩნდება კითხვა, თუ რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს სპილოს ძვალზე ნადირობას?
პირველ რიგში უმაღლესი ხარისხის გამო, მისი ფასი უზარმაზარია. ხაზგასასმელია ისიც, რომ ცენტრალურ აფრიკაში სპილოს ძვლებით ვაჭრობა ეკონომიკური გამოცოცხლების საფუძველი გახდა. დღესაც კი ეშვებით ვაჭრობა მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. თავიანთი წინაპრების მსგავსად, ასობით მამაკაცი ეშვზე მონადირედ გადაიქცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კენიის პრეზიდენტმა დაგმო ეს ვანდალიზმი და პროტესტის ნიშნად აღმოჩენილი თორმეტი ტონა სპილოს ძვალი საჯაროდ დაწვა. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა არა საკმარისია პრობლემის გადასაჭრელად. სად შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი? კერძოდ, რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს პრობლემის მოსაგვარებლად?
  ჩემი აზრით, საჭიროა გაერთიანება, მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება იმ ქვეყნებთან, სადაც მდგომარეობა ძალიან მწვავეა. ერთეული ადამიანების მატერიალურ მდგომარეობას არ უნდა შეეწიროს ცხოველები. ეს არის არაჰუმანური საქციელი. ისინი ამშვენებენ და ალამაზებენ ბუნებას. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციებმა და უშუალოდ მთელმა მსოფლიომ ხმა უნდა ამოიღოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რათა მომავალში წითელ წიგნში არ მოგვიწიოს მათი მოძებნა.
  ვიმედოვნებ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გულთან მიიტანენ ამ საერთო გლობალურ პრობლემას. ჩვენ ვითმენთ. ძალიან ბევრია ჩემნაირად შეწუხებული ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ კუთხით ისეთი მშვიდი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. დროა მივხედოთ ამ საჭირბოროტო საკითხს, შევცვალოთ კანონი და აღვასრულოთ კიდეც! ცხოველები, ფრინველები და თევზები სანამ არიან დავიცვათ!


 გამოყენებული მასალა:National Geographic საქართველო/ბრაიან კრისტის სტატია                                                            "სპილოს ძვლის დევნა", Wikipedia

Comments

Popular posts from this blog

კარჩაკეტილობა?

 "თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულება პიროვნული "მე"–სა და ინდივიდუალიზმის დაცვაა"–ასე გვმოძღვრავს ილია ჭავჭავაძე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის განვითარებისათვის იბრძოდა. როგორ უნდა შევასრულოთ დაკისრებული ვალდებულება? ჩავიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში და ზურგი შევაქციოთ სხვა დანარჩენს? მტკიცება, რომ საზოგადოების კარჩაკეტილობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეროვნულ თვითშგნებას სამართლიანია. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი ხელს შეგვიშლის და არ მოგვცემს განვითარების საშუალებას.    პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის შედეგად ქვეყნები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. თითქოს გაქრა საზღვრები.  ჩემი აზრით, თითოეულმა ერმა ფეხი უნდა აუწყოს ამ რიტმს. განვითარება წარმოუდგებელია სიახლეების ძიების გარეშე, გლობალიზაცია კი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ცალკე მდგომი საზოგადოება ვერ შეძლებს სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და შემდეგ მისი მიხედვით მოქმედებას, რადგან ის გაურბის სიახლეებს და უარს ამბობს განვითარებაზე. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის  გავიხსე...

ოლიმპიური თამაშები!

   სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც.  უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის.  სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.  მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...

ის, რაც უნდა იცოდე!

“ იჩქარე ნელა ” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია? “. “ ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი ” – მუჰამედ ალი “მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო”  – მუჰამედ ალი “ა მ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა ” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი) “ მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე ” – ჟან ანუი “ არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს ” – არისტოტელე “ დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს ” – ჰექტორ ბერლიოზი “ ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ ” – ფრენკ ზაპა “ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე ” – ფრენკ ზაპა “ როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლე...