Skip to main content

კარჩაკეტილობა?


 "თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულება პიროვნული "მე"–სა და ინდივიდუალიზმის დაცვაა"–ასე გვმოძღვრავს ილია ჭავჭავაძე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის განვითარებისათვის იბრძოდა. როგორ უნდა შევასრულოთ დაკისრებული ვალდებულება? ჩავიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში და ზურგი შევაქციოთ სხვა დანარჩენს? მტკიცება, რომ საზოგადოების კარჩაკეტილობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეროვნულ თვითშგნებას სამართლიანია. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი ხელს შეგვიშლის და არ მოგვცემს განვითარების საშუალებას.  
 პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის შედეგად ქვეყნები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. თითქოს გაქრა საზღვრები.  ჩემი აზრით, თითოეულმა ერმა ფეხი უნდა აუწყოს ამ რიტმს. განვითარება წარმოუდგებელია სიახლეების ძიების გარეშე, გლობალიზაცია კი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ცალკე მდგომი საზოგადოება ვერ შეძლებს სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და შემდეგ მისი მიხედვით მოქმედებას, რადგან ის გაურბის სიახლეებს და უარს ამბობს განვითარებაზე. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის  გავიხსენოთ ჩრდილოეთ კორეა. იგი მოწყვეტილია მთელი სამყაროსგან. საზოგადოება არ ფლობს სწორ ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ისინი ცხოვრობენ ტყუილში, რათა "შეინაჩუნონ" ეროვნული  თვითშეგნება.
 ხშირად ამბობენ, რომ გლობალიზაციის პროცესი იწვევს ტრადიციების, კულტურის განადგურებას. გავიხსენოთ იაპონია. ის ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა საერთაშორისო ასპარესზე. მან განვითარების უმაღლეს ეტაპს მიაღწია, ისე რომ ეროვნული თვითმყოფადობა არ გაუკარგავს.
                (https://www.youtube.com/watch?v=WLIv7HnZ_fE)
 საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კულტურათა შორის დიალოგი ხელს უწყობს დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. ის საზოგადოებას აერთიანებს, ხდის მათ ტოლერანტულებს. მხოლოდ ასეთ სივრცეშია შესაძლებელი ისეთ მაღალ იდეალებზე ფიქრი, როგორიც ეროვნული თვითმყოფადობაა. თუ პატივს არ სცემ სხვას მაშინ, როგორ შეძლებ საკუთარის დაცვას? ამის შესანიშნავი მაგალითი დასავლური კულტურაა, რომელიც ღიაა. გავიხსენოთ უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვები, რომ მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა შენარჩუნება მასზე უფრო რთული. თუ გვსურს, რომ არ დავკარგოთ ის, რაც ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებაზე მიუთითებს, არ უნდა შევჩერდეთ, ვიმოქმედოთ სწორედ ისე, როგორც დღევანდელ სიტუაციას შეეფერება.
 საბოლოოდ, საზოგადოების კარჩაკეტილობამ შეიძლება უდიდესი საფრთხე შეუქმნას ქვეყანას, წაართვას მას მთავარი საყრდენი ძალა–ეროვნული თვითშეგნება.


Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

ოლიმპიური თამაშები!

   სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც.  უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის.  სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.  მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...

ის, რაც უნდა იცოდე!

“ იჩქარე ნელა ” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია? “. “ ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი ” – მუჰამედ ალი “მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო”  – მუჰამედ ალი “ა მ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა ” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი) “ მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე ” – ჟან ანუი “ არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს ” – არისტოტელე “ დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს ” – ჰექტორ ბერლიოზი “ ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ ” – ფრენკ ზაპა “ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე ” – ფრენკ ზაპა “ როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლე...