Skip to main content

Posts

Showing posts from 2016

"რისკიანობის საზღვარი"

 რისკი ანუ  ექსტრიმი არის არაორდინალური მოქმედება, რომელიც როგორც წესი სიცოცხლისათვის სახიფათოა. რისკი ბევრისათვის ასოცირდება მძაფრ შეგრძნებებთან. ცხადია, რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე "მოთამაშე" მოვლენაა, არის უდიდესი ადრენალინის მატარებელი და მხოლოდ თავგადასავლების მოყვარულებს ხიბლავს. ეს არის ნერვების გამოცდა ადამიანებისთვის, რომელთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სპორტის სახეობებია გაჯერებული უსაზღვრო ადრენელინითა და ექსტრემალური სანახაობით.   სწორედ ამ თემას ეხება მარკ ჯენკინსის სტატია "კრიტიკული წერტილი". კერძოდ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ალპინიზმზე. ეს სპორტის ის სახეობაა, რომელიც ხიბლავს ძლიერ და ამტან ადამიანებს. ვისაც მოსწონს სისხლში ადრენალინის შეგრძნება და საკუთარი თავის გამოცდა. სტატიაში ნათლად ჩანს, რომ სპორტის ეს სახეობა არავის აძლევს უსაფრთხოების გარანტიას. ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტი თუ, როგორი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპედიციის დროს გუნდურ მუშაობას. ექსპედიციის თითოეული წევრი პასუხს აგებს არა მარტო საკუთა...

"სპილოს ძვლის დევნა"

 უძველესი დროიდან ადამიანი საკვების მოსაპოვებლად ნადირობას მიმართავდა. დაიწყო მასიური თავდასხმა ცხოველებზე საკვების, ტყავის, თავდაცვისა და უბრალოდ გართობის მიზნით. ყველა სახის ბრაკონიერული ქმედება უდიდეს ზიანს აყენებს დედამიწაზე ცხოველებისა და ადამიანებისათვის საჭირო საარსებო გარემოს. თუ დავუფიქრდებით ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით რამდენი ასეთი ფაქტი ხდება მივხვდებით, რომ ეს ყოველივე კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.   სწორედ ამ თემას ეხება ბრაიან კრისტის სტატია "სპილოს ძვლის დევნა". ნათლად ჩანს, რომ დასმული საკითხი მწვავედ დგას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვყოფ სპილოს ძვალზე ნადირობის ფაქტს. სტატიაში ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე.  მაგალითად ტაქსიდერმისტ ჯორჯ დანტეს მიერ ხელოვნური სპილოს ეშვის შექმნა, გასაოცარი იდეაა. თანამგზავრთან დაკავშირებული სათვალთვალო სისტემისა და GPS-ის ჩამონტაჟებით კონტრაბანდისტები გამოვლინდებიან.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა. პირველად ვეწვიე საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც მოვიძიე ინფ...

"ბრძოლა გადარჩენისთვის"

  დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. იგი გულისხმობს მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას. ეს იწვევს ყინულის დნობას მთებზე, ძლიერ წვიმებსა და ოკეანეებში წყლის დონის აწევას.     სწორედ ამ პრობლემას ეხება ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", სადაც ნათლად ჩანს, რომ მყინვარი აჩქარებული ტემპით დნება და იგი შესაძლოა სამუდამოდ გაუჩინარდეს, მაგრამ სტატიაში გაცილებით დიდი პრობლემაა დასმული-თუ რა ელის იმ კულტურას, რომელიც ზღვის მატება-კლებასთანაა ადაპტირებული? ჩემთვის ახალი და საინტერესოა ის ფაქტი  თუ, როგორ ცხოვრობენ გრენლანდიელი ინუიტები. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა მათი კულტურა. პირველად მოვიძიე ფილმი "ინუიტი". კინგუიაკი და ტეკატსერტოკი არიან შეყვარებულები, რომლებიც მთელ თავიან დროს თევზაობაში და ნადირობაში ატარებენ. ფილმში კარგად ჩანს მათი ყოფითი ცხოვრება, თუ როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ კულტურას.  .უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი ვეწვიე საჯარო...

Oil Spill - Demage of the Environment!

             The  seas  and  the  oceans  are  the  most  important  part  of  our  ecosystem.  Unfortunately  our society  does  not  behave  well.  The  people  pollute  the  earth.  When I  had  understood  this  project  I  was  very  glad,  because  I   want  to  understand  much  information  and  I want  to  express  my  own  opinion.  I  had  thought  a  lot  and  I  paid  attention to  spill  oil  in  the  seas  or  oceans.  Now  it  has  become  the  most  important  problem  and   my prose  reflect  about  these  problems.      ...

ოლიმპიური თამაშები!

   სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც.  უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის.  სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.  მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...

ჯანსაღი ცხოვრების წესი!

რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მისწრაფებულისათვის კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება? შრი ჩინმოი : ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკურ ფორმას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. თუ სხეული კარგ მდგომარეობაშია, მაშინ ჩვენ კარგად შევასრულებთ ჩვენს ყოველდიურ მოვალეობებს. მაშასადამე, მნიშვნელოვანია - ყოველდღიურად სირბილი ან ფიზიკური ვარჯიშების შესრულება იმისთვის, რომ ძლიერები, ჯანმრთელები და დინამიურები გავხდეთ. თუ ჩვენ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ჩვენ შევძლებთ არ შემოვუშვათ ჩვენში სნეულებები და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრები.