დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. იგი გულისხმობს მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას. ეს იწვევს ყინულის დნობას მთებზე, ძლიერ წვიმებსა და ოკეანეებში წყლის დონის აწევას.
სწორედ ამ პრობლემას ეხება ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", სადაც ნათლად ჩანს, რომ მყინვარი აჩქარებული ტემპით დნება და იგი შესაძლოა სამუდამოდ გაუჩინარდეს, მაგრამ სტატიაში გაცილებით დიდი პრობლემაა დასმული-თუ რა ელის იმ კულტურას, რომელიც ზღვის მატება-კლებასთანაა ადაპტირებული? ჩემთვის ახალი და საინტერესოა ის ფაქტი თუ, როგორ ცხოვრობენ გრენლანდიელი ინუიტები. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა მათი კულტურა. პირველად მოვიძიე ფილმი "ინუიტი". კინგუიაკი და ტეკატსერტოკი არიან შეყვარებულები, რომლებიც მთელ თავიან დროს თევზაობაში და ნადირობაში ატარებენ. ფილმში კარგად ჩანს მათი ყოფითი ცხოვრება, თუ როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ კულტურას. .უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი ვეწვიე საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც მოვიძიე ინფორმაცია ესკიმოსების შესახებ. შევიტყვე, რომ ინუიტებს მდიდარი ფოლკლორი აქვთ, ლაპარაკობენ ინუკიტიტუტზე და იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც.
როგორც ავღნიშნე, ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს სავარაუდოდ შეუქცევადი პროცესია, ადამიანი ბუნებას ვერ დაიმორჩილებს. დედამიწა დაღლილია, კლიმატის ცვლილებამ უმკაცრეს პირობებში მცხოვრები ინიუტები შესაძლოა გადაშენების პირას მიიყვანოს, რაც დაუშვებელია. ფაქტიურად მათ ორი ალტერნატიული გზა აქვთ:დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ან "შეაჩერონ" მყინვარების დნობა. ყოველ კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის შეიძლება უძლური აღმოჩნდეს. პრობლემა არის იდენად მწვავე, რომ "დიაგნოზის დასმის" ეტაპიდან "პაციენტის მკურნალობის" ეტაპზე სასწრაფო გადასვლას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად დაიღუპება. "მკვდარი" კულტურა კი "მკვდარი" პლანეტის ტოლფასია. ჩვენთვის ღირებულია მათი სიცოცხლე, კულტურა, რისი გადარჩენისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ყველა ერი უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. აქ საუბარია უშუალოდ კოსმოპოლიტიზმზე. მცირე ერების კულტურა კიდევ უფრო ღირებული და მოსაფრთხილებელია. ალბათ სწორი იქნება მათი გადაყვანა ისეთ ადგილას, რომელიც უსაფრთხო და მისაღები იქნება მათთვის. ეკოლოგიური პრობლემებისთვის არ არსებობს მცნება "სახელმწიფო საზღვარი". ეს არ არის მხოლოდ ინუიტების პრობლემა. მათი მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ გლობალურ დონეზე, ყველა ქვეყნის საერთო ძალისხმევის შედგად არის შესაძლებელი.
მიუხედავად ამგვარი მოვლენისა, ინუიტები ინარჩუნებენ საკუთარ ბუნებასა და თვითმყოფადობას. კულტურის შენარჩუნება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა ის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული. ისინი გამოირჩევიან საკუთარი ბუნებით, სპეციფიკითა და ღირებულებებით. მე მჯერა, რომ პრობლემა მოგვარდება და ინუიტები დაიცავენ თავიანთ კულტურას მომავალი თაობებისათვის.
გამოყენებული მასალა:National Geographic საქართველო/ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", Wikipedia

This comment has been removed by the author.
ReplyDelete