Skip to main content

"მასა არასდროს გრძნობდა სიმართლის წყურვილს. ისინი ითხოვენ ილუზიებს, რომლების გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ."

აქ წარმოდგენილია ზიგმუნდ ფროიდის 25 ლაკონური და საინტერესო ციტატა, რომელიც ჩვენ თავზე ბევრს მოგვიყვება.
  1. რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონია მის შიგნით..
  2. ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობდა ქვეცნობიერში.
  3. ადამიანის გაბედნიერება არ შედიოდა სამყაროს შექმნის გეგმაში.
  4. ჩვენ მოვდივართ სამყაროში მარტონი და ვტოვებთ მას ეულად.
  5. ბევრის მოყვარულს ესმის ქალების, ხოლო ერთის მოყვარულმა – შეიცნო სიყვარული.
  6. ადამიანების უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის მოითხოვს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა მათ აშინებს.
  7. შუა საუკუნეებში ცოცხლად დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.
  8. ზოგჯერ სიგარა – ეს უბრალოდ სიგარაა.
  9. ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომლების გამოც სხვებს დავცინით.
  10. არაფერია ავადმყოფობაზე და მის იგნორირებაზე ძვირფასი.
  11. მასა არასდროს  გრძნობდა სიმართლის წყურვილს. ისინი ითხოვენ ილუზიებს, რომლების გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ.
  12. არაფერი გვიჯდება ისე ძვირი ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სიბრიყვე.
  13. პირველი ადამიანი, რომელმაც ისროლა საგინებელი სიტყვები, ქვების ნაცვლად იყო ცივილიზაციის ფუძემდებელი.
  14. სიბრიყვის პირველი ნიშანია მორიდების სრული არქონა.
  15. სიზმარი – ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერისკენ.
  16. ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც არ უმხელს სხვებს და სურვილები, რომლების შესახებ საკუთარ თავსაც არ უტყდება.
  17. ადამიანი ძალაუნებურად აფასებს იმას, რისი მიღწევაც მისთვის შეუძლებელია.
  18. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა შეედაროთ – ეს თქვენ ხართ წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, რომელზეც უკეთესი უნდა იყოთ – ეს ხართ თქვენ დღეს.
  19. ადამიანი არასდროს ამბობს რამეზე უარს, ის უბრალოდ ცვლის ერთ სიამოვნებას მეორეში.
  20. თქვენი პიროვნების სიძლიერე გამოითვლება იმ პრობლემის სიდიდით, რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოგიყვანოთ.




Comments

Popular posts from this blog

ოლიმპიური თამაშები!

   სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც.  უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის.  სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ  რთული გადმოსაცემია.  მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...

"ბრძოლა გადარჩენისთვის"

  დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. იგი გულისხმობს მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას. ეს იწვევს ყინულის დნობას მთებზე, ძლიერ წვიმებსა და ოკეანეებში წყლის დონის აწევას.     სწორედ ამ პრობლემას ეხება ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", სადაც ნათლად ჩანს, რომ მყინვარი აჩქარებული ტემპით დნება და იგი შესაძლოა სამუდამოდ გაუჩინარდეს, მაგრამ სტატიაში გაცილებით დიდი პრობლემაა დასმული-თუ რა ელის იმ კულტურას, რომელიც ზღვის მატება-კლებასთანაა ადაპტირებული? ჩემთვის ახალი და საინტერესოა ის ფაქტი  თუ, როგორ ცხოვრობენ გრენლანდიელი ინუიტები. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა მათი კულტურა. პირველად მოვიძიე ფილმი "ინუიტი". კინგუიაკი და ტეკატსერტოკი არიან შეყვარებულები, რომლებიც მთელ თავიან დროს თევზაობაში და ნადირობაში ატარებენ. ფილმში კარგად ჩანს მათი ყოფითი ცხოვრება, თუ როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ კულტურას.  .უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი ვეწვიე საჯარო...

ის, რაც უნდა იცოდე!

“ იჩქარე ნელა ” – ოქტავიან ავგუსტუსი, რომის პირვლეი იმპერატორი მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ როგორ ფიქრობთ კარგად ვითამაშე თუ არა ჩემი ცხოვრების კომედია? “. “ ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი ” – მუჰამედ ალი “მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო”  – მუჰამედ ალი “ა მ რესტორანში არავინ აღარ დადის, იმიტომ რომ ის სულ სავსეა ” – იოგი ბერა (ამერიკელი ბეისბოლისტი) “ მარტოხელა ცხოვრობს როგორც მეფე და კვდება როგორც ძაღლი, დაქორწინებული ცხოვრობს როგორც ძაღლი, სამაგიეროდ კვდება როგორც მეფე ” – ჟან ანუი “ არ ჰყავს მეგობრები იმას, ვისაც ისინი ბევრი ჰყავს ” – არისტოტელე “ დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს ” – ჰექტორ ბერლიოზი “ ერთადერთი სხვაობა რელიგიას და სექტს შორის არის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნიათ ” – ფრენკ ზაპა “ორი ელემენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამყაროში – წყალბადი და სისულელე ” – ფრენკ ზაპა “ როკ–ჟურნალისტია – როდესაც ტიპები, რომლე...