რისკი ანუ ექსტრიმი არის არაორდინალური მოქმედება, რომელიც როგორც წესი სიცოცხლისათვის სახიფათოა. რისკი ბევრისათვის ასოცირდება მძაფრ შეგრძნებებთან. ცხადია, რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე "მოთამაშე" მოვლენაა, არის უდიდესი ადრენალინის მატარებელი და მხოლოდ თავგადასავლების მოყვარულებს ხიბლავს. ეს არის ნერვების გამოცდა ადამიანებისთვის, რომელთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სპორტის სახეობებია გაჯერებული უსაზღვრო ადრენელინითა და ექსტრემალური სანახაობით. სწორედ ამ თემას ეხება მარკ ჯენკინსის სტატია "კრიტიკული წერტილი". კერძოდ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ალპინიზმზე. ეს სპორტის ის სახეობაა, რომელიც ხიბლავს ძლიერ და ამტან ადამიანებს. ვისაც მოსწონს სისხლში ადრენალინის შეგრძნება და საკუთარი თავის გამოცდა. სტატიაში ნათლად ჩანს, რომ სპორტის ეს სახეობა არავის აძლევს უსაფრთხოების გარანტიას. ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტი თუ, როგორი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპედიციის დროს გუნდურ მუშაობას. ექსპედიციის თითოეული წევრი პასუხს აგებს არა მარტო საკუთა...