დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. იგი გულისხმობს მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას. ეს იწვევს ყინულის დნობას მთებზე, ძლიერ წვიმებსა და ოკეანეებში წყლის დონის აწევას. სწორედ ამ პრობლემას ეხება ტიმ ფოლჯერის სტატია "ყინული ქრება", სადაც ნათლად ჩანს, რომ მყინვარი აჩქარებული ტემპით დნება და იგი შესაძლოა სამუდამოდ გაუჩინარდეს, მაგრამ სტატიაში გაცილებით დიდი პრობლემაა დასმული-თუ რა ელის იმ კულტურას, რომელიც ზღვის მატება-კლებასთანაა ადაპტირებული? ჩემთვის ახალი და საინტერესოა ის ფაქტი თუ, როგორ ცხოვრობენ გრენლანდიელი ინუიტები. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და კიდევ უფრო ღრმად შემესწავლა მათი კულტურა. პირველად მოვიძიე ფილმი "ინუიტი". კინგუიაკი და ტეკატსერტოკი არიან შეყვარებულები, რომლებიც მთელ თავიან დროს თევზაობაში და ნადირობაში ატარებენ. ფილმში კარგად ჩანს მათი ყოფითი ცხოვრება, თუ როგორ ინარჩუნებენ ისინი თავიანთ კულტურას. .უფრო დეტალური ინფორმაციისათვის კი ვეწვიე საჯარო...