სპორტი ეს არის კაცობრიობის ისტორიის თანმსდევი მოვლენა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტი ძვ.წ-ის მერე საუკუნიდან იღებს დასაბმს. ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რათა ბოლომდე გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და გამარჯვება მოეპოვებინათ. სპორტს ყოველთვის თან ახლავს დიდი ემოცია, სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც. უამრავი სპორტული მიმდინარეობა არსებობს. მე კი მინდა, რომ ყურადღება შევაჩერო ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან ეს არის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი თითქმის ყველა სახეობისათვის. სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი. ეს არის ცხოვრების ნაწილი. აქ სპორცმენი წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. გულშემატკივრები, კი მოპოვებული გამარჯვებით განვიცდით საოცარ სიხარულს, რაც სიტყვებით საკმაოდ რთული გადმოსაცემია. მოდით ეტაპობრივად მივყვეთ მოვლენებს და ოლიმპიური თამაშების ისტორიით დავიწყოთ. იგი დასაბამს ძვ.წ-ის 76 წლიდან იღებს. ეს იყო საერთო ბერძნული დღესასწაული, რომელშიც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა მონაწილეობდა. ...